ბაუერმედი (BauerMED) გთავაზობთ გერმანიაში დასაქმებას ექთნის ან ექთნის თანაშემწის პოზიციაზე (საშუალო ბრუტო ხელფასი თვეში 2.000-დან 4.000 ევრომდე კვალიფიკაციის მიხედვით)
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფირმა - BauerMED-ი გთავაზობთ გერმანიის წამყვან კლინიკებში უახლესი სამედიცინო-ტექნიკური საშუალებებით დიაგნოსტიკას, მაღალკვალიფიცირებულ ექიმებთან კონსულტაციასა და მკურნალობას.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში სურვილისამებრ დაგეხმარებით ასევე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაშიც, როგორიცაა მაგ.: საზღვარზე გადასვლისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მიწოდება, სასტუმროს დაჯავშნა, ტრანსფერი, თარჯიმნისა და მძღოლის მომსახურება და სხვ.
სწრაფი რეაგირების საჭიროების შემთხვევაში, მოგემსახურებით სამედიცინო თვითმფრინავით.