header
 
სამედიცინო მომსახურება
დიაგნოსტიკა
მაღალკვალიფიცირებულ ექიმებთან კონსულტაცია
მკურნალობა

ჰიპნოთერაპია

პირველად საქართველოში!

ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ევროპაში აღიარებული აუდიო ჰიპნოთერაპიით მკურნალობა (მიმართულებები: წონაში დაკლება და თამბაქოზე თავის დანებება).

ფსიქოთერაპიის მეცნიერულმა საბჭომ 2006 წლიდან ჰიპნოზი აღიარა მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდად. ჰიპნოთერაპია მუშაობს ქვეცნობიერებაზე დაყრდნობით. ქვეცნობიერება კი არის გზა წარმატებისკენ და მისი გამოყენება შეიძლება გახდეს საფუძველი მთელი რიგი საოცარი მიღწევებისა.

ჰიპნოთერაპიას ჩვენ გადავყავართ ტრანსის მდგომარეობაში, რომლის დროსაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობების სრულად აქტივირება. ტრანსი წარმოქმნის ახალ ნევროლოგიურ კავშირებს, რაც გვეხმარება მიზნების მიღწევაში. ტრანსი არის ჩაძინების მსგავსი მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეცნობიერი არის ფხიზლად და ისრუტავს ყველა მიწოდებულ ინფორმაციას. ჰიპნოზის გზით ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ქვეცნობიერთან დაკავშირება, რითაც ყველა ის რესურსი გვაქვს ხელში, რომელიც გვჭირდება ჩვენთვის სასურველი მომავლის შესაქმნელად.

ჰიპნოთერაპიის შედეგად ჩვენს ცნობიერებაში ცვლილებები ხდება მხოლოდ იქ, სადაც ის საჭიროა და იმ დოზით, რა დოზითაც ის აუცილებელია. ტრანსის ძალზედ სასიამოვნო მდგომარეობაში ჩვენ გვეხსნება უსაზღვროდ კრეატიული ქვეცნობიერის კარი, სადაც დიდი ძალა იმალება. ქვეცნობიერთან ჰიპნოთერაპიის გზით კავშირის დროს შესაძლებელია პრობლემების გამომწვევი მიზეზების პოვნა და მათი მიზანმიმართულად აღმოფხვრა.

გახდი არამწეველი ჰიპნოზით
-
ნაწილი აუდიო ჰიპნოთერაპიის კურსიდან


დაიკელი წონაში ჰიპნოზით
-
ნაწილი აუდიო ჰიპნოთერაპიის კურსიდან


ავტორი არის DGH-ს წევრი და მას კვალიფიკაცია მიღებული აქვს TherMedius-ის თერაპევტების ინსტიტუტში.

DGH - გერმანიის ჰიპნოზისა და ჰიპნოთერაპიის გაერთიანება

TherMedius® - ჰიპნოზისა და ჰიპნოთერაპიის ინსტიტუტი თერაპევტებისთვის


 

 


Impressum
BauerMED - www.bauermed.eu